ქართული სინთეზური ხმები

ღია, უფასო ქართული მეტყველების სინთეზი (Piper) — მუშაობს ჩვეულებრივ კომპიუტერზე, ინტერნეტის გარეშე. აქ ყველა ხმა სინთეზურია: რამდენიმე ხმის ნარევი, რომელიც არცერთ ნამდვილ ადამიანს არ ეკუთვნის.

მზა ხმები

ცალკე, მსუბუქი Piper-ის ხმები (~60 MB) — ჩამოტვირთეთ და გამოიყენეთ ნებისმიერ Piper-თან თავსებად პროგრამაში.

80 სინთეზური ხმა

ხმის შემქმნელის ბაზა: ბოხი კაცის ხმიდან მაღალ ქალის ხმამდე. ამათი შერევით პანელში ახალ ხმას აწყობთ და Kaggle-ზე უფასოდ წვრთნით.

გამოყენება

pip install piper-tts
# ჩამოტვირთეთ voices/f_mix_01/f_mix_01.onnx და .onnx.json (Hugging Face)
echo "გამარჯობა!" | piper -m f_mix_01.onnx -f hello.wav

სრული პანელი (ხმის შემქმნელი, ემოციები, გრძელი ტექსტი → MP3 + სუბტიტრები, ციფრების/თარიღების წაკითხვა) — GitHub-ზე, დაყენება ერთი ბრძანებით (macOS / Linux / Windows WSL).

კომერციული გამოყენება. აქ მოსმენილი ხმები ისე, როგორც არის, მხოლოდ არაკომერციულადაა (პირადი, სასწავლო, ტესტი). კომერციულად (რეკლამა, მონეტიზებული ვიდეო, პროდუქტი) შექმენით საკუთარი ხმა: ხმის შემქმნელში ააწყვეთ ახალი ნარევი და გაწვრთენით. ასე ყველა ვიდეოს ერთი და იგივე ხმა არ ექნება. სრული პირობები
გამოყენების წესები. აკრძალულია ამ ხმებით ან მოდელებით კონკრეტული ნამდვილი ადამიანის მიბაძვა, მოტყუება და ყალბი ჩანაწერები. სადაც შესაძლებელია, მონიშნეთ, რომ აუდიო ხელოვნურადაა შექმნილი.